ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედგენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. Შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, აჭარაში 25 ათასი ბათილი ბიულეტენია, დაკარგულია 5 600-ზე მეტი ბიულეტენი, ოქმების 75 პროცენტში კი ბალანსი არ ჯდება. საოლქო კომისიაში კი აცხადებენ, რომ პრეტენზიები უსაფუძვლოა და ხარვეზების მიუხედავად, შედეგი არჩევნებზე დაფიქსირდა ისეთი, როგორიც იყო რეალობა.
შენობასთან ხმაურია, ისმის შეძახილები და საყვირების ხმა. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავების.