გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მასშტაბურ პროექტს განახორციელებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მიმდინარეობს ტენდერი სოფლების: მაწევანის, გოლთეთის, წინწყაროს, დიდი დურნუკის, პატარა დურნუკის, ქოთიშის, ხაიშის, ქოსალარის, ტბისის, ფარცხისის, საღრაშენის, არდისუბანის, ენაგეთის, შავსაყდარისა და ასურეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო – სამშენებლო სამუშაოებზე.
„მიმდინარე ტენდერზე წინადადებების მიღება 24 ნოემბერს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 64 მილიონ ლარზე მეტია.
დღეის მდგომარეობით აღნიშნული სოფლების მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, არსებული წყლის სისტემის დიდი ნაწილი მოძველებული და ამორტიზებულია.
პროექტით გათვლისწინებულია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარის, კორპუსების შიდა სისტემის მოწყობა და გამრიცხველიანება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით 47 თვეში უნდა დაასრულოს.
შედეგად, 15 სოფელში 8 000-მდე ადამიანს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.