პარლამენტთან დაკავებულ „სირცხვილიას“ აქტივისტს ლექსო მაჭავარიანს 1000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

450

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 4 პირიდან ერთ-ერთს, ლექსო მაჭავარიანს სასამართლომ 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

იგი გუშინ, 9 ნოემბერს “სირცხვილიას” დაუმორჩილებლობის აქციაზე შეშის ქონისთვის  დააკავეს. შსს მას ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

სასამართლომ უნდა განიხილოს კიდევ ორი დაკავებულის, ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჯავანაძის საქმე. ისინიც აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

9 ნოემბრის აქციის მონაწილეებს შეშა გასათბობად სჭირდებოდათ, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა თქვა, რომ გიორგი მჟავანაძეს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოგვიანებით პოლიციელებმა დააკავეს კიდევ ერთი პირი – მუსიკოსი დიმიტრი შუბითიძე.

აქტივისტები ამბობენ, რომ კომენდანტის საათს არაფერი აქვს საერთო მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასთან, მას პოლიტიკური მიზნები აქვს და სწორედ ამიტომ აცხადებენ დაუმორჩილებლობას.

შსს-ს ცნობით, 9 ნოემბერს პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.