თბილისის მერიის ცნობით, შპს თბილსერვის ჯგუფმა დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო. შესაბამისი სამუშაოები პირველ ეტაპზე, დავით გურამიშვილის გამზირზე ჩატარდა.
“კინოთეატრ საქართველოდან მეტროსადგურ სარაჯიშვილამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 100-ზე მეტი სანათი მოწყობილობა დამონტაჟდა. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება”, – წერია მერიის განცხადებაში.