ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება, რეაბილიტაცია უტარდება მამია ასათიანის ქუჩას.
ქუთაისის მერიის ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე გაკეთდა ახალი სანიაღვრეები, მოეწყო ტროტუარები, იგება ასფალტის საფარი.
მათი ინფორმაციით, სამუშაო პროცესი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა მოინახულა.
„მიუხედავად პანდემიისა და გარკვეული ტიპის შეზღუდვებისა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოები მიმდინარეობს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით“, – განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
ქუთაისის მერიის ცნობით, სამუშაოებს კონკურსში გამარჯვებული ფირმა „გზამშენი 21“ ასრულებს, რისთვისაც 325 000 ლარია გამოყოფილი.