რუსთაველის გამზირზე”, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 2 პირის ნოდარ რუხაძისა და გიორგი მჟავანაძის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. ამის შესახებ ნოდარ რუხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პროცესი ხვალ, 11 ნოემბერს, 15:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა პოზიტიური მოლოდინი არ აქვს.
“მე რაიმე პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, რადგან ვხედავთ როგორ აყალბებს ამ საქმეს პოლიცია. ცხადია, ეგ ყველაფერი ახალი არ არის! 15:00 საათზე არის ჩანიშნული პროცესი და ჩვენს სიმართლეს დავამტკიცებთ”, – განაცხადა რუხაძემ.
9 ნოემბრის აქციის მონაწილეებს შეშა გასათბობად სჭირდებოდათ, თუმცა, პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა თქვა, რომ გიორგი მჟავანაძეს პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქტივისტები ამბობენ, რომ კომენდანტის საათს არაფერი აქვს საერთო მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვასთან, მას პოლიტიკური მიზნები აქვს და სწორედ ამიტომ აცხადებენ დაუმორჩილებლობას.
შსს-ს ცნობით, პარლამენტთან 4 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.