მთაწმინდაზე, ჟვანიას ქ. N12-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება. „პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება. სამუშაოების განხორციელებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 543 998...
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებმა საარჩევნო კომისიებში და უბნებში სისტემური ჩავარდნები გამოავლინა. ანა დოლიძის თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო უბნების მაგალითზე კლანურ-ნათესაური კავშირების დამამტკიცებელ მასალებს წარმოადგენს. „2020 არჩევნებმა საარჩევნო კომისიებში და უბნებში სისტემური ჩავარდნები გამოავლინა. პირველი - ოპოზიციური პარტიებიდან საუბნო კომისიებში დანიშნული წევრების უმეტესობას საერთოდ არ ამოუღია ხმა იმ მასშტაბურ გაყალბებაზე, რომელიც ხდებოდა უბნებში. პირიქით, მათ უპირობოდ მოაწერეს ხელი გაყალბებულ ოქმებზე, რომელსაც დღეს ვარჩევთ....
პირველი ტურის შედეგები გასწორდეს როგორც სასამართლოთი, ისე ოქმების გადათვლით, რომ მეორე ტურზე ჰქონდეს მისვლას აზრი და ამავდროულად, იქნას ნათქვამი, რომ იმის გამოსწორება, რაც პირველ ტურში ჩავიდინეთ, ერთი წლის ვადაში ხელახალი არჩევნების ჩატარებით გახდეს შესაძლებელი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას აზრით, თუ დარღვევები გასწორდება ისე, რომ მეორე ტურში იქნება მთავარი ბრძოლა, მაშინ „გირჩი“ და სხვა ოპოზიციაც...
დაბა კაზრეთში წლების განმავლობაში არსებული შიდა გზების პრობლემა გვარდება. დაბაში ორი კორპუსის მიმდებარედ ასფალტის დაგებისა და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. გზა 3,100 მ2 ტერიტორიაზე მოეწყო. ამ ეტაპზე გზის მოწყობა ერთი კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს. ასფალტის დასაგებად პირველადი სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. ობიექტზე ასევე მოეწყობა სანიაღვრე ქსელიც. კაზრეთში შიდა გზების მოწყობის მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერიის სივრცითი...
უწყებათაშორის კომისიას კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებსა და შესაბამის რეაგირებაზე მივაწოდეთ ინფორმაცია. ასევე, საუბარი იყო იმ უბნებთან დაკავშირებით, სადაც შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვლები განახორციელეს და ის შედეგები, რომელიც გადათვლისას დადგა, - განაცხადა ცესკო-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე განცხადებით, მეორე ტურთან დაკავშირებულ სამზადისზეც ისაუბრეს „ჯერჯერობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მეორე ტური არ დაუნიშნავს, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საკანონმდებლო ჩანაწერიდან გამომდინარე, მეორე ტური 21...
უხეში შედარებაა, მაგრამ სწორი ანალოგია - როგორც გვამს კვეთით ვერ გააცოცხლებ, ისე გადათვლით არჩევნების შედეგებს ვერ გააკეთილშობილებ, ამიტომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უგულავა აცხადებს, ოპოზიციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრების 10%-იც კი არაა განხილული. "ჩვენ ვხედავთ, რა სასამართლოც გვაქვს. სასამართლო არის ფაქტობრივად, ცესკოს და ივანიშვილის ნოტარიალური კანტორა. ამის მიუხედავად, ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას...
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტისას თბილისში აქციები გაიმართება, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება. როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩასა და გამზირზე მოქალაქეები პლაკატებით, დისტანციის დაცვით იდგებიან. "ეს არ იქნება პოლიტიკური გამოსვლების დღე. ჩვენს ცენტრალურ გამზირებზე ადამიანები გამოვლენ, დაიცავენ დისტანციას, იქნება სტიკერები, სადაც ეწერება, რომ გაყალბებულია, არჩევნები მოპარულია და ცოცხალი ჯაჭვით იქნება სავსე ეს...
საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა დღეს სრულდება. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებელ ოქმებს ასაჩივრებს და ითხოვს სხდომა საჯარო იყოს. თუცმა ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის დაიწყებს ცენტრაული საარჩევნო კომისია ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვას. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ არ აქვს იმედი ცესკომ ოპოზიციური პარტიების საჩივრები განიხილოს და დააკმაყოფილოს. "პრაქტიკულად არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა ცენტალურმა საარჩევნო კომისიამ იმსკენ, რომ რეალურად...
gori.decide.tools - გორში მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამა - კონსული ამოქმედდა. აღნიშნულ ბმულზე გადასვლისას გორელებს საშუალება ექნებათ თავიანთი ინიციატივები დააფიქსირონ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  პროგრამა "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)” ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა. "კონსული გადაწყვეტილებების მიღების, სამოქალაქო დიალოგის, მოსახლეობასთან კავშირისა და სამოქალაქო ინიციატივების შექმნის ელექტრონული პროგრამაა, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და ადგილობრივ...
საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, რომელმაც უკვე 53 მილიონს გადააჭარბა და მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება...
ახალციხის საკრებულოში ფრაქციას „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისათვის“ სახელი შეუცვალეს და „განვითარებული ახალციხე“ დაარქვეს. დეპუტატები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება "ევოპული საქართველოს" პარტიის დატოვების შემდეგ მიიღეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. დეპუტატებმა საკრებულოს, ფრაქციის სახელწოდების შეცვლის მოთხოვნით, ერთი თვის წინ მიმართეს. „ევროპული საქართველო დავტოვეთ, სხვა პარტიაში არ გადავსულვართ, ჩვენ დამოუკიდებელი დეპუტატები ვართ, უბრალოდ ფრაქციას სახელი შეეცვალა“, - ამბობს ფრაქციის წევრი ეკა ტატალაშვილი, თუმცა,...
სოფელ გორიჯვრის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოახლოებულ გიორგობის დღესასწაულისთვის ვერ მოესწრება. ტენდერი, რომელიც ამ სოფელში გზის მონაკვეთის მოწესრიგებას ითვალისწინებდა უარყოფითი შედეგით დასრულდა. გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კომპანია იღებდა, თუმცა შპს "ბილდინგ გრუპი'" სპეციალური კომისიის მიერ გამარჯვებულად არ დასახელდა. სახელმწიფო შესყიდვების საიტზე, ჩანს, რომ ამ კომპანიას ელექტრონულად ატვირთული აქვს სამუშაოების გეგმა-გრაფიკი და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები, თუმცა საბოლოოდ მას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მერიაში, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებენ...
გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გორის მერია ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. საჭირო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 155 181 ლარის დახარჯვა იგეგმება. საპროექტო წინადადებების მიღება 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულ კომპანიას, მერიის სპეციალური კომისია გამოავლენს. "დაგეგმილია შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის სველი წერტილების, გასახდელების, მწვრთნელის ოთახების რეაბილიტაცია, ამ შენობის რეაბილიტაციის საკითხი დიდი ხანია დღის...
ერთ წელზე მეტია, რაც მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. სწორედ აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტზეა დამოკიდებული ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებისათვის სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. ამის შესახებ რაიდო მარნეული წერს. პროექტის დასრულების შემდეგ, ასევე კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს 38 000-მდე მოსახლე. რადიო მარნეულმა ინტერვიუ ჩაწერა "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების" კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის უფოსთან,...
გორში დაპირებული ახალი ავტობუსების შემოყვანა გადაიდო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  ეს პროცესი, როგორც 2 კვირის წინ გახდა ცნობილი 12 ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო და წლის ბოლომდე 30 ავტობუსი ეტაპობრივად უნდა შემოეყვანათ, თუმცა ეს ვადები ამ დროისთვის უწყებების მხრიდან აღარ კონკრეტდება. "თვის ბოლომდე უნდა შემოვიდეს მე ასე ვიცი. ჯერ არაფერი არ შემოუყვანიათ, მაგრამ ველოდებით. ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ძალიან კარგია, დღესვე შემოვიყვანდით", -...
გადათვლა არის აბსურდი იმიტომ, რომ რეალურად ისეთი რამე ხდება საარჩევნო უბნებზე და ოქმებში, რომც გაიხსნას ეს უბნები, შეუძლებელია დაინახო ის სურათი, რა ნებაც ქართველმა ხალხმა გამოხატა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება იმას, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების მიღება სრულდება, როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, ცესკოს ნებაც არ გამოუხატავს, რომ მზადაა არჩევნების შედეგების ცვლილებისთვის. „დღემდე რასაც ვუყურებდით,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ