EECMD-ს ინიციატივით, გორში მოქალაქეთა ჩართულობის ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა

331

gori.decide.tools – გორში მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამა – კონსული ამოქმედდა. აღნიშნულ ბმულზე გადასვლისას გორელებს საშუალება ექნებათ თავიანთი ინიციატივები დააფიქსირონ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

პროგრამა “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)” ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა.

“კონსული გადაწყვეტილებების მიღების, სამოქალაქო დიალოგის, მოსახლეობასთან კავშირისა და სამოქალაქო ინიციატივების შექმნის ელექტრონული პროგრამაა, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და ადგილობრივ საჭიროებებს მოერგო. ეწვიეთ, გვერდს, (https://gori.decide.tools/) გაიარეთ რეგისტრაცია, დააყენეთ საკუთარი ინიციატივები, გააცანით ფართო საზოგადოებას, მოიპოვოს მხარდაჭერა და დავეხმაროთ ერთმანეთს მათი განხორციელების პროცესში” , – აცხადებენ პროგრამის შემქმნელები.

როგორც ცნობილია, პროექტის ფარგლებში ჯამში, 5 ასეთი ვებ-გვერდი შეიქმნა თბილისის, გორის, თელავის, ბათუმისა და ქუთაისის მოსახლეობისთვის.