თბილისის მერია: ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს

423

მთაწმინდაზე, ჟვანიას ქ. N12-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.

„პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების – საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება.

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება. სამუშაოების განხორციელებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 543 998 ლარი დაიხარჯება”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.