ცესკო-მ საჩივრებზე და მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა

559

უწყებათაშორის კომისიას კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებსა და შესაბამის რეაგირებაზე მივაწოდეთ ინფორმაცია. ასევე, საუბარი იყო იმ უბნებთან დაკავშირებით, სადაც შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვლები განახორციელეს და ის შედეგები, რომელიც გადათვლისას დადგა, – განაცხადა ცესკო-ს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე განცხადებით, მეორე ტურთან დაკავშირებულ სამზადისზეც ისაუბრეს

„ჯერჯერობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მეორე ტური არ დაუნიშნავს, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საკანონმდებლო ჩანაწერიდან გამომდინარე, მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. რომელ მაჟორიტარულ ოლქებში გაიმართება, ამას ცესკო გადაწყვეტს, იმ შედეგებიდან გამომდინარე, რომელსაც ის დაადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებისა და ასევე, ამ ოქმებთან დაკავშირებით გასაჩივრების შედეგად დადგენილი შედეგების მიხედვით. ასევე პასუხები გაეცა იმ კითხვებს, რომლებიც კომისიის სხდომაზე ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დააყენეს“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.