საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა დღეს სრულდება. ოპოზიცია 30-ვე ოლქის შემაჯამებელ ოქმებს ასაჩივრებს და ითხოვს სხდომა საჯარო იყოს. თუცმა ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის დაიწყებს ცენტრაული საარჩევნო კომისია ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვას.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ არ აქვს იმედი ცესკომ ოპოზიციური პარტიების საჩივრები განიხილოს და დააკმაყოფილოს.
“პრაქტიკულად არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა ცენტალურმა საარჩევნო კომისიამ იმსკენ, რომ რეალურად რაღაც ნება გამოეხატა მაინც, რომ ის მზად არის კონკრეტული შედეგების ცვლილებისთვის, ჩვენ ვუყურებდით, რა ხდებოდა საოლქო კომისიებში, პრაქტიკულად ჩვენი საჩივრები არც კი, განიხილებოდა, პირდაპირ გვერდზე დებდნენ, ალბათ ანალოგიურად გაგრძელდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც ამის განხილვა, ყოველ შემთვევაში, მე ამ პროცესისგანდ ადებითი მოლოდინი არ მაქვს”, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
“ევროპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესიკ დონაძე ამბობს, რომ დაუბალანსებელი და გადასწორებული საუბნო შემაჯამებელი ოქმები პარტიამ გაასაჩივრა საოლქო საარჩევნო კომისებში, მაგრამ არ დაკმაყოფილდა და ასევე არ დააკმაყოფილეს სასამართლოშიც. დონძისვე თქმით, არ აქვთ მოლოდინები, რომ ცესკო რომელიმე საჩივარს დააკმაყოფილებს.
სხვადასხვა ოპოზიცურმა პარტიებმა 30-ვე ოლქთან დაკავშირებით წარადგინეს საჩივრები, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე:
- პროპორციულ ნაწილში – დისბალანსი 986 უბანში. დაკარგული ბიულეტენია 4000-ზე მეტი. ბათილად არის ცნობილი 63336.
- მაჟორიტარულ ნაწილში – დისბალანსი 2000; დაკარგული ბიულეტენები 13000-ზე მეტია; ბათილი ბიულეტენები 81931-ია.
აქვე გეტყვით, რომ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენელიც, თამარ კორძაია და ამბობს, რომ “დაკარგული ბიულეტენების რაოდენობა 13125-ია”.