გორიჯვრის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი ჩავარდა

327

სოფელ გორიჯვრის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოახლოებულ გიორგობის დღესასწაულისთვის ვერ მოესწრება.

ტენდერი, რომელიც ამ სოფელში გზის მონაკვეთის მოწესრიგებას ითვალისწინებდა უარყოფითი შედეგით დასრულდა.

გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ ერთი კომპანია იღებდა, თუმცა შპს “ბილდინგ გრუპი'” სპეციალური კომისიის მიერ გამარჯვებულად არ დასახელდა.

სახელმწიფო შესყიდვების საიტზე, ჩანს, რომ ამ კომპანიას ელექტრონულად ატვირთული აქვს სამუშაოების გეგმა-გრაფიკი და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები, თუმცა საბოლოოდ მას დისკვალიფიკაცია მიენიჭა.

მერიაში, ჯერჯერობით, ვერ აკონკრეტებენ როდის გამოცხადდება აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის ახალი ტენდერი და როდის შეძლებს მოსახლეობა ამ მონაკვეთზე უპრობლემოდ გადაადგილებას.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციისთვის მერია წელს 61 500 ლარის დახარჯვას აპირებდა.