გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გორის მერია ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
საჭირო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 155 181 ლარის დახარჯვა იგეგმება.
საპროექტო წინადადებების მიღება 17 ნოემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულ კომპანიას, მერიის სპეციალური კომისია გამოავლენს.
“დაგეგმილია შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის სველი წერტილების, გასახდელების, მწვრთნელის ოთახების რეაბილიტაცია, ამ შენობის რეაბილიტაციის საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას”, – აცხადებენ გორის მერიაში.