„ქართული ოცნება“ ხელახალ არჩევნებს არ განიხილავს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს დიალოგი იმ მოთხოვნის მიხედვით წარმართოს, რასაც ოპოზიცია აყენებს. „გვინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ მიმდინარე მოლაპარაკებებზე - “ქართული ოცნება” არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული...
გორის მერია მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს დისტანციურ მომსახურებას ახალი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ელექტრონული მმართველობის სისტემა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში უკვე ამუშავდა, საზოგადოებასა და საჯარო უწყებას შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ამასთან, პროგრამის საშუალებით მოქალაქე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეძლებს გორის მუნიციპალიტეტში განცხადების რეგისტრაციას, საკუთარი იდეის მერისთვის გაცნობას, დეტალური ინფორმაციის მიღებას მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული, მიმდინარე და...
„ღორჯომი -მთა ლეკნარი -კურორტი ბახმარო“ - ასე ჰქვია ახალ, გარდამავალ მარშრუტს, რომელიც ხულოსა და გურიას ერთმანეთთან აკავშირებს. სათავგადასავლო-სალაშქრო ტურისტული მარშრუტის მარკირება, რომელიც სოფელ ღორჯომიდან იწყება და მთა ლეკნარის გავლით კურორტ ბახმაროზე სრულდება, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე დაასრულა. ახალ მარშრუტზე ტურისტებს საშუალება აქვთ სოფელი ღორჯომი, იქ არსებული ულამაზესი ხის ოდები, კასაკდოვანი ჩანჩქერები და ხუთგუმბათოვანი მეჩეთი მოინახულონ, ასევე ესტუმრონ მთა ლეკნარს, საზაფხულო სადგომებსა და კურორტ ბახმაროს. სოფელი ღორჯომი აჭარის მაღალმთიანეთისთვის დამახასიათებელი არქტიტექტურით გამოირჩევა, სადაც ავთენტურადაა შემონახული აჭარული ყოფა და ტრადიციები. სოფელში დღემდე მრავლად ვხვდებით ძველი წესით...
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ხვალიდან ახალი მარშრუტები ემატება. 12-მეტრიანი ავტობუსები და მიკროავტობუსები კრწანისის რაიონის მოსახლეობას მოემსახურება. N345 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგ მარშრუტზე: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსი - კ. აფხაზის ქუჩა - რუსთაველის გამზირი - ი. ჭავჭავაძის გამზირი - ბაგებში არსებული სტუდქალაქი; საქალაქო საავტობუსო მარშრუტი N346 გადაადგილდება: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი მე-19 კორპუსიდან - ვარკეთილის მიმართულებით, „ჰუალინგის“ დასახლებამდე. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ქვემო...
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარსა და მჭადიჯვარში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს შპს "მეტალ+“ აწარმოებს. სოფელ მაღაროსკარის ბაღის მშენებლობაზე 209788 ლარი დაიხარჯება, ხოლო მჭადიჯვრის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე - 549887 ლარი. მაღაროსკარში სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება, მჭადიჯვარში კი - 2021 წლის გაზაფხულზე. "აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს დუშეთის N1 საბავშვო ბაღს...
წყალმომარაგების კომპანიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების: ფარცხანაყანევის, ოფშკვითის, უკუნეთის, ბროწეულასა და მესხეთის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. კომპანიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარისა და კორპუსების შიდა გაყვანილობის მოწყობა, ასევე მოსახლეობის გამრიცხველიანება. „წყალამომარაგების კომპანიამ მიმდინარე წელს იმერეთის რეგიონში, არაერთი მასშტაბური პროექტი განახორციელა. შედეგად, მოსახლოებას წლების განმავლობას არსებული პრობლემა მოუგვარდა და სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს. ამჯერად, კომპანიამ წყალტუბოს...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დიალოგი არ დასრულებულა, კარი დიალოგისთვის და შეთანხმებისთვის ღიაა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შეთანხმება მიღწეულია, რომ კიდევ ერთ შეხვედრას ჩატარდეს. „მოლაპარაკებები გრძელდება. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. ჩვენ მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ დავაახლოვოთ პოზიციები, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ფორმატში დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს...
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებსი მეორე რაუნდის შემდეგ "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციისა და მთავრობის პოზიციები კვლავ შორსსა ერთმანეთისგან და ოპოზიცია მტკიცედ მოითხოვს არჩევნების ხელახლა ჩატარებას. "საუბარი იყო ისევ კონსტრუქციული თუმდა ჯერჯეეობით პოზიციები ოპოზიციისა და ხელისუფლების არის ისევ შორის ამიტომ რამე კონკრეტულ მიმართულებაზე საუბარი რომ აი ამ მიმართულებით დავიძარით წინ და რაღაც შეთანხმება შეიძლება შედგეს...
აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი ოპოზიციის პროტესტის ფონზე მიიღო. „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, უსკო-ს ოქმი ძალიან მალე გაუქმდება. „უამრავი გაყალბების მიუხედავად, უსკო-მ მიიღო შემაჯამებელი ოქმი. მაგალითისთვის ქობულეთში მმართველი გუნდის კანდიდატს გაამარჯვებინეს 22 ხმით იმ დროს, როცა დაიკარგა და გაბათილდა ათასობით ბიულეტენი, მაგრამ მაინც მივაღწევთ ხელახალ არჩევნებს და გარწმუნებთ, ძალიან მალე გაუქმდება უსკო-ს ეს ოქმიც“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ. უსკო-ს თავმჯდომარის, პარმენ...
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული, რიგით მეორე შეხვედრის შედეგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან მხარეთა პოზიციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. "სამწუხარო ფაქტი გახლავთ ნამდვილად ცესკოს გუშინდელი სხდომა და სრულიად უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს, რომლითაც ოპოზიციას წაართვეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება, რომლითაც დახურეს კარი ოლქების და უბნების შედეგების გადათვლის და გადამოწმებისთვის, რომლითაც დაარღვიეს არსებული...
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებების დროს მმართველმა გუნდმა საარჩევნო ხმების გადათვლა შესთავაზა, თუმცა ისინი ამას არ დათანხმდნენ. "ხმების გადათვლის თაობაზე წინა შეხვედრაზე იყო საუბარი, რასაც ჩვენ არ დავთანხმდით, რა თქმა უნდა, მაგრამ მათ წუხელ შუაღამისას შეკრიბეს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შეაჯამეს ე.წ. შედეგები, რამაც აზრი გამოაცალა გადათვლის პერსპექტივასაც კი", — განაცხადა ნათელაშვილმა. როგორც მან აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ...
წინა სტატია პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი მისული იყო ახალი წინადადებით, რომელიც ოპოზიციისთის მიუღებელია. რა შეთავაზებაზეა საუბარი, ელისაშვილი არ ამბობს. ამის შესახებ მან ფორმულას აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "იყო მოსული წინადადებით, რომელიც ჩვენთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელა. შესაბამისად განსაკუთრებით შეხვედრის პირველი ნახევარი მძიმედ მიმდიოდა მოლაპარაკებები. ახლა ველოდებით უფრო ადეკვატურ და კომპრომისულ ნაბიჯს ქართული...
მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს გამოვიყენებთ როგორც შესაძლებლობას, დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს, სადაც ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში, საფრანგეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში დაგეგმილ ვიზიტებზე იმსჯელეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვედზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. „კიდევ ერთხელ,...
პარლამენტთან ოპოზიციის აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან. მათ საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს. რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, მათ საკუთარი მხარდამჭერები თბილისის 1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შეკრიბეს. პარლამენტთან საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მივლენ სხვა პარტიებიც წარმომადგენლებიც. რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა საპროტესტო აქციებს არჩევნების ჩატარების შემდეგ...
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართა. აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც ესწრება. პირველი შეხვედრის მსგავსად, ახლაც მოლაპარაკებებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ლიდერები და "ქართული ოცნების" წევრი არჩილ თალაკვაძე მონაწილეობენ. როგორც შეხვედრის დაწყების წინ, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, დიალოგის პროცესი გაართულა 13 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიღებულ იქნა კანონის დარღვევით. "ეს...
წინა სტატია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაძემ განაცხადა, რომ ცესკომ განიხილა ყველა საჩივარი. სხდომა მიმდინარეობდა კანონის დაცვით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და არჩევნების მეორე ტური დანიშნა. "მინდა, გითხრათ, რომ დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის სხდომაზე დანიშნა მეორე ტურები და ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, ამ წლის 21 ნოემბერს", — განაცხადა გიორგი შარაძემ. შარაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე ცესკოს წევრების მიმართ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ