აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებსი მეორე რაუნდის შემდეგ “გირჩის” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციისა და მთავრობის პოზიციები კვლავ შორსსა ერთმანეთისგან და ოპოზიცია მტკიცედ მოითხოვს არჩევნების ხელახლა ჩატარებას.
“საუბარი იყო ისევ კონსტრუქციული თუმდა ჯერჯეეობით პოზიციები ოპოზიციისა და ხელისუფლების არის ისევ შორის ამიტომ რამე კონკრეტულ მიმართულებაზე საუბარი რომ აი ამ მიმართულებით დავიძარით წინ და რაღაც შეთანხმება შეიძლება შედგეს ჯერჯერობით ნაადრევია. მთავარი საკითხი რომელიც განიხილება არია ხელახალი არჩევნების საკᲘთხი ეს არის პრინციპული პოზიცია ოპოზიციის მთელი სუბარი მიდის ამის გარშემო. იყო კამათი იყო არგუმენტები ორივე მხრიდან, რა ტიპის კამათი იყო ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თითონ ის ფაქტი რომ სახელმწიფო მდივანი თუნდაც წარმავალი ადმინისტრაციის ჩამოდის საქართველᲝსი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
დღეს, 14 ნოემბერს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრა კვლავ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ჩატარდა და მას ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც დაესწრო. პირველი შეხვედრის მსგავსად, ახლაც მოლაპარაკებებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ლიდერები და პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჩაერთნე.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მომდევნო აქცია რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში იმართება.