პარლამენტთან ოპოზიციის აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტისკენ მსვლელობით მიემართებიან. მათ საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს.
რაც შეეხება “ევროპულ საქართველოს”, მათ საკუთარი მხარდამჭერები თბილისის 1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შეკრიბეს.
პარლამენტთან საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად მივლენ სხვა პარტიებიც წარმომადგენლებიც.
რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია 15:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა საპროტესტო აქციებს არჩევნების ჩატარების შემდეგ მიმართა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის ხელისუფლებამ გააყალბა.
ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და რამდენიმე პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხებზე ოპოზიციურმა სპექტრმა, უცხოელი დიპლომატების შუამავლობით, მიმდინარე კვირას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დაიწყო. დიალოგის მეორე რაუნდი დღეს გაიმართა.