ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაძემ განაცხადა, რომ ცესკომ განიხილა ყველა საჩივარი. სხდომა მიმდინარეობდა კანონის დაცვით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და არჩევნების მეორე ტური დანიშნა.
“მინდა, გითხრათ, რომ დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის სხდომაზე დანიშნა მეორე ტურები და ის გაიმართება კანონით დადგენილ ვადაში, ამ წლის 21 ნოემბერს”, — განაცხადა გიორგი შარაძემ.
შარაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე ცესკოს წევრების მიმართ მუქარასა და ზეწოლას ჰქონდა ადგილი, რაც კატეგორიულად მიუღებელია.
ცესკოს დღევანდელმა სხდომამ, რომელზეც ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი საჩივრები განიხილებოდა, ხმაურით ჩაიარა. საბოლოოდ კი, ცესკომ ოპოზიციის და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. ოპოზიციას გასაჩივრებისთვის 1 დღე აქვს.