აშშ-ის საელჩოში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა

447

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართა.

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში მიმდინარეობს და მას ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც ესწრება.

პირველი შეხვედრის მსგავსად, ახლაც მოლაპარაკებებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის ლიდერები და “ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე მონაწილეობენ.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ, “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, დიალოგის პროცესი გაართულა 13 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც მიღებულ იქნა კანონის დარღვევით.

“ეს არის რეალური პასუხი ხელისუფლების მხრიდან აქ მიმდინარე დიალოგზე და სიტუაციის ნორმალიზებისა და დეესკალაციის მცდელობაზე”, — განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ელჩებს არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთი მტკიცებულებები წარუდგინეს.