წინა სტატია
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, მას დილით ადრე, მანქანა დაზიანებული დახვდა. მისი თქმით, ავტომანქანის წინა მხარე ჩამსხვრეულია, იქვე ახლოს კი დიდი ქვა იდო.
საქართველოში დღეს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ერთი საჩივარი ფიქსირდება. უთხრა ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა. ამის შესახებ ლაივრესი წერს.
მისი თქმით, საჩივარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა დაწერა 102-ე უბანზე და ის პროცედურულ გადაცდომას შეეხება. თუმცა, მირანდა მესხი ირწმუნება, რომ სინამდვილეში დარღვევა არ ყოფილა.
"გადასატანი ყუთების წამღები პირების პირველი წილისყრა იმართება და როცა ერთი საარჩევნო სუბიექტიდან ვლინდება ორი ორი წამღები პირი, ამ...
"ჩვენ სრულ მობილიზებას ვაკეთებთ და დარწმუნებული ვართ, მეორე ტურში გავიმარჯვებთ. თუმცა, იქიდანაც გამომდინარე, რომ ყოფილი სპორტსმენი ვარ და ნებისმიერ ჩემს მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ, რასაკვირველია, ისიც ვიცი, რომ ჩემზე მეტი ხმა აიღო და ამას თავის გარემოებები ჰქონდა. თუმცა, როგორც ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი პარლამენტის წევრი, მაქსიმუმს გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის...
"დიდუბე-ჩუღურეთში მე მხარს ვუჭერ გია ვოლსკის. ყველა ხმა მან უნდა მიიღოს. ვინც მივა, უნდა დაუჭირონ მხარი გია ვოლსკის და საუკეთესო კომუნისტურ ტრადიციებში, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა, როცა ერთი კანდიდატი იყო და მთელი ხმები მასთან მიდიოდა, მინდა, რომ ბატონი გიაც ეგრე შევიდეს პარლამენტში, მაჟორიტარად,"- ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მთავარის ეთერში განაცხადა.
ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში...
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობზე უარის თქმა არასწორი ნაბიჯია.
კობახიძის თქმით, „ოპოზიციას არ სურს მეორე დამარცხების მიღება“.
„როგორც ამერიკელები იტყოდნენ - „ ეს კინო ნანახი გვაქვს“. 2016 წელს იყო ზუსტად იგივე ვითარება. 2016 წელსაც უარი თქვეს ოპოზიცის წარმომადგენლებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე, რაც არ არის სწორი ნაბიჯი პირდაპირ შეიძლება ითქვას. მათ არ სურთ მეორე დამარცხების მიღება...
მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ ღამის კურიერის ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების კოალიციური მთავრობა სახელმწიფოს დაანგრევს.
"თქვენმა სტუმრებმა (ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა) რაც თქვეს, რომ კოალიციური ხელისუფლება უნდა იყოსო... გადახედეთ სულ რომ გაიწიოს ქართული ოცნება, ვირტუალურად წარმოიდგინეთ, ვინ შეიძლება, დარჩეს მოლაპარაკების მაგიდაზე - სადისტი, თაღლითი და პოპულისტი. არ ვფიქრობ, რომ ჩვენს ამომრჩეველს ამაზე პოზიტიური რეაგირება ექნებათ. რომ გადახედო გუშინ რას ამბობდნენ...
"ქართული ოცნების" სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და თქვა, რომ ხმა მისცა ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. სუბარის განცხადებით, "ხელოვნური კრიზისი" მალე დასრულდება და პარლამენტი მალე შეიკრიბება.
"21 ოქტომბერს ძლიან მკაფიო არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა სტაბილურობის და მომავალი განვითრების სასარგებლოდ და დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველგან, სადაც მეორე ტურია, იგივე არჩევანი განმეორდეს ბუნებრივია. მეც ხმა...
"ვნერვიულობ სერგეენკოზე. რას შვება იმ დაძაბულ ბრძოლაში?" — ასე ირონიულად გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს, რომელსაც იგი ბოიკოტს უცხადებს.
"გავგიჟდები, რომ ვერ გაიმარჯვოს... აბა, თქვენ იცით, ბატონო დავით, საბურთალო თქვენთანაა... დარწმუნებული ვარ, სწორედ თქვენ იქნებით კომპარტიის 27-ე ყრილობის დელეგატი საბურთალოდან", — წერს ელისაშვილი ფეისბუქზე.
საბურთალოს ოლქში მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით სერგენკო და "მოქალაქეების" ლიდერი,...
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევენი მთაწმინდის ოლქში დააფიქსირა.
როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, ისევე როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი. ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა. მემგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი მნიშვნელოვანი იქნება...
თუკი ისე მოხდა, რომ პარლამენტში არ იქნება ოპოზიცია, ეს ნამდვილად არ იქნება კარგი და არ იქნება ნორმალური ვითარება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ოპოზიციამ დაკარგა იმის შანსი, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მოეგო.
„თუმცა, რჩება შესაძლებლობა პროპორციულით სიებით და თუკი ამ დღეების განმავლობაში მოხერხდება ამ მოლაპარაკებებში თანხმობის მიღწევა, ოპოზიციას კიდევ...
დღეს, ჩვენ გვექნება ძალიან მშვიდი, თავისუფალი არჩევნების დღე, როგორც ბათუმში, ასევე მთლიანად ქვეყანაში, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
ამასთან, თორნიკე რიჟვაძემ ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ხმა მივეცი ბათუმელებს, რომელებიც ღირსეულად წარმოადგენენ ბათუმს და მთლიან რეგიონს, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და აჭარის წარმატებას. მიუხედავად ამინდისა,...
„ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი“, „გამყალბებელი“, - ამ სლოგანებით სამოქალაქო აქტივისტებმა და „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილი ემსგავსება ჩრდილოეთ კორეის მმართველს“.
„ქვეყანაში, სადაც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მხოლოდ ერთი პარტია იღებს, იმ ქვეყანაში მყარდება საბჭოთა კავშირი, როდესაც ოპოზიცია არ მოდის შენთან კონკურენციაში და უქმნი არათანაბარ პირობებს. ბიძინა ივანიშვილი ემსგავსება ჩრდილოეთ კორეის მმართველს და სწორედ ამის ლუსტრაციისთვის მოვედით დღეს აქ“,...
პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო უბანზე გააკეთა.
როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველა პოლიტიკოსმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. ამასთან, გახარია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად მუშაობა უნდა ისწავლოს.
„მეორე ტურში რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ საარჩევნო პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ყველა პოლიტიკოსს, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველ ტურში, პანდემიის დროს, ასევე...
ხულოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის - წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს.
მათი განცხადებით, ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს, რადგან 1988 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ბინები გადასცეს, თუმცა მშენებლობა დაუსრულებელია.
მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას მშენებლობის დასრულებას და საცხოვრებელი ბინების გარემონტებას სთხოვენ.
ცნობისთვის, აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებმა პროტესტი არჩევნების პირველ ტურსაც გამოუცხადეს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 12 ოლქში (3 დამხმარე ოლქში), 1100-ზე მეტ უბანში დააკვირდება.
საია-ს ცნობით, მათი სადამკვირვებლო მისია შედგება 214 ადამიანისგან, მათგან 19 არის ცენტრალური შტაბის, 19 კი რეგიონული შტაბების წევრი, 14 საოლქო; 116 მობილური ჯგუფის, 46 უბნის სტატიკური დამკვირვებელი.
„საია ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს...
#67 საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ავტომანქანა დააზიანეს. კერძოდ, დაზიანებულია საქარე მინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად მირანდა მესხმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ფაქტი სავარაუდოდ, წუხელ გვიან მოხდა.
„ექვსი საათი იყო, დილით გამოვედით მე და ჩემი მეუღლე სახლიდან დაგვხვდა ეს სიურპრიზი. ამხელა ქვა გვერდზე, წინა მხარე ჩალეწილი. შეგნებულადაა გაკეთებული“, - განაცხადა მირანდა მესხმა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტი მესხის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































