ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავტომანქანა დააზიანეს

462

#67 საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ავტომანქანა დააზიანეს. კერძოდ, დაზიანებულია საქარე მინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად მირანდა მესხმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ფაქტი სავარაუდოდ, წუხელ გვიან მოხდა.

„ექვსი საათი იყო, დილით გამოვედით მე და ჩემი მეუღლე სახლიდან დაგვხვდა ეს სიურპრიზი. ამხელა ქვა გვერდზე, წინა მხარე ჩალეწილი. შეგნებულადაა გაკეთებული“, – განაცხადა მირანდა მესხმა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტი მესხის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.