პრეზიდენტი: დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული პარლამენტი

326

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევენი მთაწმინდის ოლქში დააფიქსირა.

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, ისევე როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი. ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა. მემგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიის და სოციალური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია, ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს და ძნელად წარმომიდგენია არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი. ამას ვუსურვებ მე საქართველოს, ვუსურვებ ყველას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.