„ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი“, „გამყალბებელი“ – ამ სლოგანებით სამოქალაქო აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან აქცია გამართეს

325

„ხმების ქურდი რუსი ოლიგარქი“, „გამყალბებელი“, – ამ სლოგანებით სამოქალაქო აქტივისტებმა და „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს ცენტრთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილი ემსგავსება ჩრდილოეთ კორეის მმართველს“.

„ქვეყანაში, სადაც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მხოლოდ ერთი პარტია იღებს, იმ ქვეყანაში მყარდება საბჭოთა კავშირი, როდესაც ოპოზიცია არ მოდის შენთან კონკურენციაში და უქმნი არათანაბარ პირობებს. ბიძინა ივანიშვილი ემსგავსება ჩრდილოეთ კორეის მმართველს და სწორედ ამის ლუსტრაციისთვის მოვედით დღეს აქ“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა ფარულავამ.