ხულოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს.
მათი განცხადებით, ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს, რადგან 1988 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ბინები გადასცეს, თუმცა მშენებლობა დაუსრულებელია.
მოსახლეობა ადგილობრივ მთავრობას მშენებლობის დასრულებას და საცხოვრებელი ბინების გარემონტებას სთხოვენ.
ცნობისთვის, აღნიშნული სოფლების მცხოვრებლებმა პროტესტი არჩევნების პირველ ტურსაც გამოუცხადეს.