ჯაფარიძე: მხარს ვუჭერ ვოლსკის, ყველა ხმა მან უნდა მიიღოს, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო

567

“დიდუბე-ჩუღურეთში მე მხარს ვუჭერ გია ვოლსკის. ყველა ხმა მან უნდა მიიღოს. ვინც მივა, უნდა დაუჭირონ მხარი გია ვოლსკის და საუკეთესო კომუნისტურ ტრადიციებში, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა, როცა ერთი კანდიდატი იყო და მთელი ხმები მასთან მიდიოდა, მინდა, რომ ბატონი გიაც ეგრე შევიდეს პარლამენტში, მაჟორიტარად,”- ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მთავარის ეთერში განაცხადა.

ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი მეორე ტურებში არ მონაწილეობენ.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. “ქართული ოცნების” ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.