ელისაშვილი: ვნერვიულობ სერგეენკოზე, რას შვება იმ დაძაბულ ბრძოლაში? გავგიჟდები, რომ ვერ გაიმარჯვოს

520

“ვნერვიულობ [დავით] სერგეენკოზე. რას შვება იმ დაძაბულ ბრძოლაში?” — ასე ირონიულად გამოეხმაურა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურს, რომელსაც იგი ბოიკოტს უცხადებს.

“გავგიჟდები, რომ ვერ გაიმარჯვოს… აბა, თქვენ იცით, ბატონო დავით, საბურთალო თქვენთანაა… დარწმუნებული ვარ, სწორედ თქვენ იქნებით კომპარტიის 27-ე ყრილობის დელეგატი საბურთალოდან”, — წერს ელისაშვილი ფეისბუქზე.


საბურთალოს ოლქში მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატი დავით სერგენკო და “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გავიდნენ. თუმცა, ელისაშვილი, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები, არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მონაწილეობას არ იღებენ.