თუკი ისე მოხდა, რომ პარლამენტში არ იქნება ოპოზიცია, ეს ნამდვილად არ იქნება კარგი და არ იქნება ნორმალური ვითარება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს ოპოზიციამ დაკარგა იმის შანსი, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მოეგო.
„თუმცა, რჩება შესაძლებლობა პროპორციულით სიებით და თუკი ამ დღეების განმავლობაში მოხერხდება ამ მოლაპარაკებებში თანხმობის მიღწევა, ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა,“ – განაცხადა სერგეენკომ.
სერგეენკოს თქმით, დღეს არჩევანი გააკეთა ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც გამოწვევებთან გამკლავებას შეძლებს.
„მე დღეს არჩევანი გავაკეთე იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს გამოწვევებს გამოუკვლავდეს, იმ ქვეყნის სასარგებლოდ, რომელიც შეძლებს, რომ სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში იმუშაოს ქვეყნის განვითარებისთვის,“ – განაცხადა სერგეენკომ.