ამ დროისთვის ერთი საჩივარია დაწერილი – ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე

374

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის ერთი საჩივარი ფიქსირდება. უთხრა ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა. ამის შესახებ ლაივრესი წერს. 

მისი თქმით, საჩივარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა დაწერა 102-ე უბანზე და ის პროცედურულ გადაცდომას შეეხება. თუმცა, მირანდა მესხი ირწმუნება, რომ სინამდვილეში დარღვევა არ ყოფილა.

“გადასატანი ყუთების წამღები პირების პირველი წილისყრა იმართება და როცა ერთი საარჩევნო სუბიექტიდან ვლინდება ორი ორი წამღები პირი, ამ შემთხვევაში ურთიერთშეთანხების საფუძველზე რჩება ერთი პირი. მეორის გამოსავლენად, ოცნების წევრების გამოკლებით, იმართება ახალი წილისყრა. მან პროცედურა არ იცის ეტყობა და შესაბამისად დაწერა ასეთი საჩივარი”, – განმარტა მესხმა.

მისივე ინფორმაცით, კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

საქართველოს მასშტაბით 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ტარდება