ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

426

წინა სტატია

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში “ლაივპრესს” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, მას დილით ადრე, მანქანა დაზიანებული დახვდა. მისი თქმით, ავტომანქანის წინა მხარე ჩამსხვრეულია, იქვე ახლოს კი დიდი ქვა იდო.

საქართველოში დღეს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება.