ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები იქნება, მაგრამ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევა არ მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა ანზორ ბიწაძემ განუცხადა. ბიწაძის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს შეცვლის. “საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით შეიძლება დროებითი ცვლილებები იყოს, მაგრამ მოთხოვნები უცვლელი რჩება. ბრძოლა ისეთივე პრინციპული იქნება, როგორც აქამდე იყო. “ქართული ოცნების“ სურვილის მიუხედავად,...
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლებამ მსგავსი მასშტაბის „ლოქდაუნი“ პოლიტიკური ნიშნით დააწესა და არა ეპიდემიოლოგიური ვითარების სამართავად. ამასთანავე, უდუმაშვილმა განმარტა, რომ პროტესტი გაგრძელდება, მის ფორმაზე კი ოპოზიციური პარტიები ვითარებიდან გამომდინარე შეთანხმდებიან. „ჩვენ სხვადასხვა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის, აქციებსაც, პროტესტს სხვადასხვა ფორმით. თუ ხელისუფლებას ჰგონია, რომ „ლოკდაუნის“ გამოცხადების შემდეგ, პროტესტი ჩაცხრება, ძალიან ცდება. ეს „ლოქდაუნი“ კიდევ უფრო მეტ პრობლემას...
წინა სტატია ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის ადვოკატები ბექა ბასილაია და შოთა თუთბერიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. როგორც ჟურნალისტებს ბრალდებულთა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განუცხადა, ინფორმაცია, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს გამოაქვეყნა, ცხადყოფს იმას, რომ სასამართლოს უკვე დაწერილი აქვს პოზიცია საქმეზე და პროკურატურის ვერსიას წინასწარ იღებს დადგენილ ფაქტად. ადვოკატ შოთა...
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ათწლეულების განმავლობაში არსებული უწყლობის პრობლემა კიდევ ორი სოფლის მოსახლეობას მოუგვარდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ვეჯინისა და კოლაგის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე. „სოფლებში დღემდე არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობას წყალი დღეგამოშვებით მიეწოდება. ორი სოფლის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მოეწყობა ჭაბურღილები, რეზერვუარები, მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი, საქლორატორო და სატომბო სადგური. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ჭაბურღილს...
გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, დაწესებული შეზღუდვები შიმშილს გამოიწვევს და ასე იქნება მანამ, სანამ ხალხი არ მიხვდება, რომ ეს ხელისუფლებისადმი მათმა დამოკიდებულებამ გამოიწვია. მისი თქმით, საზოგადოებამ და ოპოზიციამ ლეგიტიმაცია მისცა ხელისუფლებას, რომელმაც გაზაფხულში ხალხი "დაატყვევა" და გაცილებით უფრო ნაკლები შემთხვევის დროს, მკაცრი შეზღუდვები დააწესა. "შიმშილი ელოდებათ, კიდევ უფრო მეტი შიმშილი, სანამ არ მიხვდებიან, რომ საკუთარ თავს ადამიანებმა ეს თვითონ უქნეს...
"რომ აცივდა, ისიც ჩვენ დაგვაბრალონ ახლა. ოპოზიცია, რომ არ ყოფილიყო, სულ კარგი ამინდი იქნებოდა, სულ მზიანი", — ასე პასუხობს პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი სახელისუფლებო გუნდის კრიტიკას იმის შესახებ, რომ კორონავირუსის შემთხვევათა ზრდა ოპოზიციის აქციებმა გამოიწვია. მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები ტუტუცობა და უსინდისობაა. "გახარიას ვინ დამართა კორონავირუსი ძალიან მაინტერესებს. ჩვენ დავსდევდით კანცელარიიდან სოლოლაკამდე, რომ შეგვეფრქვია კორონავირუსი, თუ მაშინ, რომ ავიარეთ...
ადამიანებს, რომლებიც თბილისის მერის, კახა კალაძის უკანონო, ზეპირი გადაწყვეტილების მსხვერპლნი არიან, პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ უფასო იურიდიულ მხარდაჭერას და მათი კონსტიტუციური უფლებების აღდგენას სთავაზობს, - ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, კალაძემ ქვეყნის კონსტიტუციისა და სხვა კანონმდებლობის უხეში დარღვევით ფეხქვეშ გათელა ადამიანების უფლება, ჰქონდეთ საცხოვრისი. ტუსკაძე ხელისუფლებას გარკვეული მორატორიუმის გამოცხადებას სთავაზობს. „თბილისის მერმა გამოაცხადა, რომ ყველა...
„მცხეთის წყლისა“ და „GWP-ს“ გაერთიანების შედეგად, 1 დეკემბრიდან მცხეთის აბონენტებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოემსახურება. კომპანიის ინფორმაციით, კომპანია მომხმარებლებს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებასა და ახალ აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით სრულ მომსახურებას გაუწევს. "მცხეთის მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეუძლია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელი ხაზისა (032)2931111 და ვებგვერდის ონლაინ ჩათის საშუალებით (www.gwp.ge). პანდემიის პერიოდში სერვის ცენტრის ოპერატორები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურებიან. შემდეგ კი ქალაქ...
თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩა N23-ში არსებულ დევნილთა დასახლებაში („ოქროს საწმისის“ შენობა) მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა და ამ ეტაპზე, წყალარინების სისტემა იცვლება. მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 92 ოჯახისთვის წყალსადენის ახალი შიდა ქსელი დამონტაჟდა - ბინებში არსებული სველი წერტილების სისტემა სრულად შეიცვალა, რამაც ჯამში, 3 200 გრძივი მეტრი შეადგინა. როგორც მერიაში აღნიშნავენ, ასევე, ყველა...
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ ქედის მერიაში აცხადებენ. მათივე ცნობით, დღეს, 28 ნოემბერს, დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში გამარჯვებული იდეები ოფიციალურად გამოვლინდება. "იდეების კენჭისყრის პროცესი 27 ნოემბერს დაიწყო და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივები დაბაში დარეგისტრირებული 3, ხოლო დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეულიდან (ჭალახმელა, ჭინკაძეები, დოლოგანი) 7 იდეიდან სასურველს, თავად ირჩევენ. მონაწილებითი ბიუჯეტის საბჭო, პანდემიური პერიოდის გათვალისწინებით, სრული რეგულაციების დაცვით...
წინა სტატია ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთა მომსახურებას დროებით შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის თბილისის მეტროს მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან და შეზღუდვა დედაქალაქის გარდა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქს თანაბრად შეეხება, -  ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მერია განმარტავს, რომ მეტროს თანამშრომლების ინფიცირება არ გამხდარა მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერების მიზეზი. „გვინდა, საზოგადოებას...
საქართველოს კლინიკების ასოციაცია პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, ღია წერილით მიმართავს და ინფიცირებულთა სამკურნალოდ სამხედრო ექიმების დახმარებას და საველე ჰოსპიტლების მოწყობას ურჩევს. "ფაქტობრივად მიმდინარეობს მე-3-ე მსოფლიო ომი, ვებრძვით ,,ბიოლოგიურ იარაღს” ვირუსის სახით; კლინიკები პაციენტებს ვერ იტევს; სასწრაფო დახმარების მანქანები რიგებში დგანან; ხშირია დაგვიანებული და გართულებული შემთხვევები; პაციენტებს კლინიკის კორიდორებში უწევთ დაყოვნება; მედპერსონალის დეფიციტია; ჯანდაცვის მესვეურთა სიჯიუტეს და დისკვალიფიკაციას მდგომარეობა კოლაფსამდე მიყავს; დააკვირდით...
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს გაუმართლებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს საკუთარი მოსახლეობის შიმშილისთვის გაწირვის ტოლფასია. როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობას მთელი ზაფხულის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის და არც ჯანდაცვის სექტორი მოუმზადებია. „სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. სიმართლე გითხრათ, ვერ გამოვიტანე აზრი რას სთხოვს იგი საქართველოს მოსახლეობას. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ის შეზღუდვები და ადამიანების...
“ლელოს”ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არსებული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს აღარ გამართავს. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს დამატებითი ფაქტორები არ უნდა დაუმატონ. “ოპოზიციის გეგმებს მანიფესტაციების და მიტინგის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ეს ურთულესი მდგომარეობა და ამიტომ ჩვენი თანამოქალაქეების ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს კიდევ დამატებითი ფაქტორები არ უნდა დავუმატოთ. ამიტომ აისახება ოპოზიციის გეგმებში, რაც შეეხება მანიფესტაციებს და...
ჩვენ, იმაზე, რაც პარტიებს ეკუთვნით, უარს არ ვამბობთ და ახლა ბურთი არის მათ მოედანზე. გამოვიდეს კობახიძე, რომელიც ფეხებს გვიკოცნის, შემოდითო გვეხვეწება და გააუქმოს გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხდა. მისი განნარტებით, ეს დაფინანსება ორ ნაწილად ეყოფა, ერთი არჩევნებში მიღებულ ხმებს უკავშირდება და სწორედ ამაზე არ ამბობენ პარტიები უარს და მეორე საპარლამენტო...
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიის დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების ირიბ ლეგიტიმაციას არ ნიშნავს. მისივე თქმით, „ევროპული საქართველო“ გამოიყენებს ყველა რესურსს, რაც პარტიების დაფინანსებასთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება საპარლამენტო დაფინანსებას, ბოკერიას თქმით, საპარლამენტო დაფინანსებას „ევროპული საქართველო“ არ აიღებს. „ამ უთანასწორო ბრძლაში ჩვენ ყველა რესურსის გამოყენებას ვაპირებთ რაც დაკავშირებულია პარტიულ დაფინანსებასთან. ბუნებრივია, საპარლამენტო დაფინანსების კომპონენტს არ და ვერ ავიღებთ იმიტომ, რომ საპარლამენტო საქმიანობაში არ ვმონაწილეობთ,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ