მცხეთის აბონენტებს 1 დეკემბრიდან “GWP” მოემსახურება

781

„მცხეთის წყლისა“ და „GWP-ს“ გაერთიანების შედეგად, 1 დეკემბრიდან მცხეთის აბონენტებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოემსახურება.

კომპანიის ინფორმაციით, კომპანია მომხმარებლებს წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებასა და ახალ აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით სრულ მომსახურებას გაუწევს.

“მცხეთის მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეუძლია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელი ხაზისა (032)2931111 და ვებგვერდის ონლაინ ჩათის საშუალებით (www.gwp.ge).

პანდემიის პერიოდში სერვის ცენტრის ოპერატორები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურებიან. შემდეგ კი ქალაქ მცხეთის სერვის ცენტრი მომხმარებლების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს. ამ ეტაპზე განაცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@gwp.ge. დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებგვერდზე“,- განმარტავენ კომპანიაში.