მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა დასკვნით ეტაპზეა, – ამის შესახებ ქედის მერიაში აცხადებენ.
მათივე ცნობით, დღეს, 28 ნოემბერს, დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში გამარჯვებული იდეები ოფიციალურად გამოვლინდება.
“იდეების კენჭისყრის პროცესი 27 ნოემბერს დაიწყო და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივები დაბაში დარეგისტრირებული 3, ხოლო დოლოგნის ადმინისტრაციული ერთეულიდან (ჭალახმელა, ჭინკაძეები, დოლოგანი) 7 იდეიდან სასურველს, თავად ირჩევენ.
მონაწილებითი ბიუჯეტის საბჭო, პანდემიური პერიოდის გათვალისწინებით, სრული რეგულაციების დაცვით მართავს პროცესს: სპეციალურად დამზადებული იდეების რეესტრი მოქალაქეებს ბინაზე ეგზავნებათ, რომლის სპეციალურ ყუთში განთავსება, უბნების მიხედვით დისტანციის დაცვით ხდება”, – განმარტავენ მერიაში.