ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები იქნება, მაგრამ არც ერთი ნაბიჯით უკან დახევა არ მოხდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელმა ანზორ ბიწაძემ განუცხადა.
ბიწაძის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს შეცვლის.
“საპროტესტო აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით შეიძლება დროებითი ცვლილებები იყოს, მაგრამ მოთხოვნები უცვლელი რჩება. ბრძოლა ისეთივე პრინციპული იქნება, როგორც აქამდე იყო. “ქართული ოცნების“ სურვილის მიუხედავად, პოლიტიკური პროცესი ვერ მოკვდება. ჩვენ არ ვაპირებთ სახელმწიფოს მშენებლობაზე უარი ვთქვათ. რასაც დავგეგმავთ, იმის მიხედვით დაიგეგმება, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ. უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, გათავისუფლდეს პოლიტიკური პატიმრები – ამ მოთხოვნებში არც ერთი ნაბიჯით უკან დახევა არ მოხდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ანზორ ბიწაძემ.
ცნობისთვის, გეგმებზე სასაუბროდ ოპოზიციური პარტიები “ლელოს“ ოფისში შეიკრიბნენ.
შეგახსენებთ, რომ კოორნავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.