ბათუმში, კომახიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია გრძელდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. პროექტის მიხედვით, დამატებით 5 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი გადაიხურება. პარალელურად, 30 მისამართზე, დაზიანებული სახურავებისა და წყალშემკრები მილების შეკეთება მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 13 მრავალბინიანი სახლის სახურავი შეიცვალა, რისთვისაც 1 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
ქუთაისის მერია საახალწლო ნობათების შესყიდვაზე ტენდერს  აცხადებს. იგი 2000 ცალი ნობათისთვის 20 ათას ლარს იხდის. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანხმად, მიმწოდებელმა საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ბავშვებისათვის ნობათები 29 დეკემბერს უნდა მიიტანოს ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობაში. ჟელირებული კანფეტი, მომინანქრებული კანფეტი არახისით, შოკოლადის ბატონი, ბრენდირებული შოკოლადი, ბატონი, რძიანი შოკოლადით, ორცხობილა, ტყუპი-ორცხობილა  კრემით - საახალწლო ტკბილეულს  თავად შემსყიდველი ანუ ქუთაისის მერია დაარიგებს. პანდემიის და შეზღუდვების გამო, საახალწლო...
ქუთაისში ახალი წლის სამზადისი დაიწყო. უკვე დამონტაჟდა ნაძვის ხეები ქალაქის რამდენიმე უბანში. ჯერჯერობით, არ დაწყებულა ქალაქის მთავარი ნაძვის ხის აწყობა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. წელს მერია საახალწლო აქსესუარებს შეზღუდული რაოდენობით იყიდის. "ქუთგანათების სერვისმა" ორი ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულებიც გამოავლინა. სახელმწიფო შესყიდვების  ჯამური ღირებულება 207 777 ლარს შეადგენს, თუმცა, მერიაში ამბობენ, რომ პანდემიის გამო თანხა შემცირდება და დაგეგმილზე უფრო...
წინა სტატია აჭარის მთავრობის სახლთან, ოპოზიციის წევრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციამ 2 პირი დააკავა. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა. როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ჭედიძე აცხადებს, აქციის მონაწილეები კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილენ, მათ სამართალდამცავები მოუწობდნენ, მითითებულ ადგილზე ბუშტები და სტიკერები განეთავსებიათ, თუმცა, ისინი სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევდნენ. „პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს არაერთხელ განუცხადეს, რომ ბოძებიდან ჩამოსულიყვნენ და მითითებულ ადგილზე...
აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილოტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ფონდი „ქართუს" ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. "აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პეტრას ციხის და წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ფონდი „ქართუს" ფინანსური უზრუნველყოფით ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 700 ათას ლარს შეადგენს. ამ...
2020 წელს  ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ჩაუტარდა და კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის შენობა და ეზო. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების მქონე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 120 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 999 ლარით დაფინანსდა. გრდა ამისა, მიმდინარე წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ახალციხის №1, №3,...
ქალაქ ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით 14 მასშტაბური პროექტი განხორციელდა. კეთილმოეწყო 13 კილომეტრამდე სიგრძის გზა, ქალაქ ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე კი საფეხმავლო ბილიკები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, მათ შორის მოეწყო: სოფელ ანდრიაწმინდის საავტომობილო გზა; საოფლების აწყური-ტყემლანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა; სოფლების წყრუთი-წირას დამაკავშირებელი საავტომობილო გზა; სოფლების, გიორგიწმინდის და მუგარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა; ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, ე.წ. მეორე...
ახალციხის მერიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პარკების და სკვერების მოსართავად ტენდერი 24  378 ლარზე გამოაცხდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნაძვის ხის მონტაჟი, მუნიციპალიტეტის პარკებსა და სკვერებში დადგას მანათობელი კონსტრუქციები.  ასევე უნდა გადაიხადოს თოვლის პაპის და სანტაკლაუსების ჰონორარი(8 კაცი). ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 7 დეკემბერს დაიწყება და 9-ში დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქუჩები საახალწლოდ 27 დეკემბრამდე უნდა მორთოს, დემონტაჟის სამუშაოები კი  2021 წლის 16– დან 30 იანვრამდე უნდა დაასრულოს. ტენდერია გამოცხადებული  საახალწლო...
გორში ახალგაზრდებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და გაჭირვებული ოჯახების დახმარება დაიწყეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. “ერთად მეტი სიკეთისთვის“ -  ასე ჰქვია ჯგუფს სოციალურ ქსელში, სადაც დასახმარებელი ოჯახების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ და ამ გზით, მსურველების შემოწირულობებს აგროვებენ. იდეის ავტორი თეონა შატაკიშვილია, მან სოციალურ ქსელში აღნიშნული ჯგუფი შექმნა, მოიწვია მეგობრები, განათავსა პოსტი და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა. “მე და ჩემი მეგობრები პანდემიის პერიოდში ვეხმარებით ხოლმე გაჭირვებულ...
გორში ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, 324 მეტრის სიგრძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 283 422 ლარი დაიხარჯება. პროექტის მიხედვით ქუჩაზე მოეწყობა ახალი ასფალტის საფარი, საგზაო ნიშნები და მონიშვნები, ეზოებში შესასვლელები, მე -3 საჯარო სკოლასთან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, ტრანსპორტისა და ფეხითსავალ ნაწილებს შორის ახალი ბორდიურები. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და 2021 წლის მარტამდე უნდა დასრულდეს.
სოფელ პირველქესალოში გარეგანათების მონტაჟის დასრულების მიუხედავად, ქუჩები არ გაუნათებიათ. ადგილობრივები წუხან, რომ საღამოს საათებში ქუჩაში ისევ სიბნელეში უწევთ სიარული. ინფორმაციის გასარკვევად ჩვენ სოფელ კაპანახჩის ტერიტორიული ერთეულში მერის წარმომადგენელს ასიფ იუზბაშოვს დავუკავშირდით. იუზბაშოვი რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელში გარე განათების სამუშაოები დასრულებულია და ექსპლუატაციაში შესვლას ელოდებიან. ვარაუდობს, რომ განათება დეკემბერი ჩაირთვება. აღსანიშნავია, რომ სოფელ პირველ ქესალოში გარეგანათების მოსაწყობად 2019 წელს “სოფლის...
video
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. მიზეზი ის შეზღუდვებია, რაც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დააწესა. გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საახლწლოდ გურჯაანში მხოლოდ ნონეშვილისა და თავისუფლების ქუჩები განათდება და დაიდგმება ნაძვის ხე, თუმცა, სად, ამ ეტაპზე ადგილი შერჩეული არ არის.
წინა სტატია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის სახლთან პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა. მისივე თქმით, რეზო ხარაზი პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც დააკავეს. „პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. იგი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ამიტომ დავაკავეთ. ბუშტის გაშვებას არავინ არ უშლით. შეგნებულად პროვოცირებაზე მოდიან, ამაზე რამდენჯერმე...
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ ბიზნეს სექტორს, რაიმე დამატებით კითხვები აქვთ, ჯანდაცვის სამინისტრო ეკონომიკურ გუნდთან ერთად მათ შეხვდება, თუმცა, შეზღუდვების გადახედვა არ მოხდება. აღნიშნულის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც, ბიზნეს სექტორის მოთხოვნებს გამოეხმაურა. „ბიზნეს სექტორთან ეკონომიკური ჯგუფის მხრიდან გაიმართა არაერთი შეხვედრა, ასევე, ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგების გუნდი, ასევე ჩართული გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები და დეტალურად მოხდა საუბარი, გვქონდა ახსნა-განმარტება...
აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი რეზო ხარაზი დააკავეს. იგი პოლიციის განყოფილებაში გადაჰყავთ. „რეზო ხარაზს ბუშტი ეჭირა ხელში და ამის გამო დააკავეს. უკვე რამდენიმე დღეა ბუშტის გამო ადამიანებს აკავებენ, მათ შორის სტუდენტებს. თორნიკე რიჟვაძის ბრძანებით აკავებენ ადამიანებს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დღესაც გრძელდება. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან ბუშტები მიიტანეს...
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ არ გაიზიარებს იმ ელჩების "გულწრფელ ქომაგობას", თუ რომელიმე არსებულ სიტუაციას, ერთპიროვნულ მმართველობას, პოლიტიკურ დევნასა და არჩევნების გაყალბებას ვერ ხედავს. მისივე თქმით, ამ პროცესებში არასწორი პოზიციების დაფიქსირება სტრატეგიული პარტნიორობის ღალატია. მელიას განცხადებით, შემთხვევითი არ არის ის, რომ მისი და რამდენიმე ადამიანის სასამართლო პროცესები განაახლეს და მისი შეფასებით, ეს არის ვაჭრობის პროცესის გახსნა, რაც ხდება იმ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ