ახალციხის ქუჩების საახალწლოდ მორთვისთვის ტენდერი გამოცხადდა

352

ახალციხის მერიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პარკების და სკვერების მოსართავად ტენდერი 24  378 ლარზე გამოაცხდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ნაძვის ხის მონტაჟი, მუნიციპალიტეტის პარკებსა და სკვერებში დადგას მანათობელი კონსტრუქციები.  ასევე უნდა გადაიხადოს თოვლის პაპის და სანტაკლაუსების ჰონორარი(8 კაცი).

ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების მიღება 7 დეკემბერს დაიწყება და 9-ში დასრულდება.

გამარჯვებულმა კომპანიამ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქუჩები საახალწლოდ 27 დეკემბრამდე უნდა მორთოს, დემონტაჟის სამუშაოები კი  2021 წლის 16– დან 30 იანვრამდე უნდა დაასრულოს.

ტენდერია გამოცხადებული  საახალწლო აქსესუარების შესაძენადაც. შესყიდვის სავარუდო ღირებულება 19 130 ლარია. კიდევ ერთი, 10 000 ლარიანი ტენდერი საახალწლო ტკბილეულის შეძენაზე არ შედგა.