გორში ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაციაზე 283 422 ლარი დაიხარჯება

343

გორში ამილახვრის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, 324 მეტრის სიგრძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 283 422 ლარი დაიხარჯება.

პროექტის მიხედვით ქუჩაზე მოეწყობა ახალი ასფალტის საფარი, საგზაო ნიშნები და მონიშვნები, ეზოებში შესასვლელები, მე -3 საჯარო სკოლასთან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები, ტრანსპორტისა და ფეხითსავალ ნაწილებს შორის ახალი ბორდიურები.

ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და 2021 წლის მარტამდე უნდა დასრულდეს.