გურჯაანის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება. მიზეზი ის შეზღუდვებია, რაც მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დააწესა.
გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საახლწლოდ გურჯაანში მხოლოდ ნონეშვილისა და თავისუფლების ქუჩები განათდება და დაიდგმება ნაძვის ხე, თუმცა, სად, ამ ეტაპზე ადგილი შერჩეული არ არის.