ქუთაისის მერია საახალწლო ნობათების შესყიდვაზე ტენდერს აცხადებს.
იგი 2000 ცალი ნობათისთვის 20 ათას ლარს იხდის. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანხმად, მიმწოდებელმა საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, ბავშვებისათვის ნობათები 29 დეკემბერს უნდა მიიტანოს ქუთაისის ადმინისტრაციულ შენობაში.
ჟელირებული კანფეტი, მომინანქრებული კანფეტი არახისით, შოკოლადის ბატონი, ბრენდირებული შოკოლადი, ბატონი, რძიანი შოკოლადით, ორცხობილა, ტყუპი-ორცხობილა კრემით –
საახალწლო ტკბილეულს თავად შემსყიდველი ანუ ქუთაისის მერია დაარიგებს.
პანდემიის და შეზღუდვების გამო, საახალწლო ტრადიციული ღონისძიებებიდან ნობათების დარიგება ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელსაც მერია საახალწლოდ განახორციელებს.