ბათუმში, კომახიძისა და ლერმონტოვის ქუჩებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია გრძელდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, დამატებით 5 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი გადაიხურება. პარალელურად, 30 მისამართზე, დაზიანებული სახურავებისა და წყალშემკრები მილების შეკეთება მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 13 მრავალბინიანი სახლის სახურავი შეიცვალა, რისთვისაც 1 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.