სოფელ პირველქესალოში გარეგანათების მონტაჟის დასრულების მიუხედავად, ქუჩები არ გაუნათებიათ. ადგილობრივები წუხან, რომ საღამოს საათებში ქუჩაში ისევ სიბნელეში უწევთ სიარული. ინფორმაციის გასარკვევად ჩვენ სოფელ კაპანახჩის ტერიტორიული ერთეულში მერის წარმომადგენელს ასიფ იუზბაშოვს დავუკავშირდით.
იუზბაშოვი რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელში გარე განათების სამუშაოები დასრულებულია და ექსპლუატაციაში შესვლას ელოდებიან. ვარაუდობს, რომ განათება დეკემბერი ჩაირთვება.
აღსანიშნავია, რომ სოფელ პირველ ქესალოში გარეგანათების მოსაწყობად 2019 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 20 000 ლარი გამოიყო. მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019-ში გათვალისწინებული პროექტებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 232 000 ლარი იყო გამოყოფილი. მუნიციპალიტეტიდან კი გარკვეული პროექტების თანადაფინანსებისთვის 234 000 ლარი გამოყო.