2020 წელს ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ჩაუტარდა და კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის შენობა და ეზო. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების მქონე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 120 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 499 999 ლარით დაფინანსდა.
გრდა ამისა, მიმდინარე წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ახალციხის №1, №3, №5, №6 საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტი განახორციელა.
პროექტის მიზანი ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირება, ასევე დასაქმებული პერსონალისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პირობების გაუმჯობესებაა.