გორში ახალგაზრდებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და გაჭირვებული ოჯახების დახმარება დაიწყეს

1145

გორში ახალგაზრდებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და გაჭირვებული ოჯახების დახმარება დაიწყეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“ერთად მეტი სიკეთისთვის“ –  ასე ჰქვია ჯგუფს სოციალურ ქსელში, სადაც დასახმარებელი ოჯახების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ და ამ გზით, მსურველების შემოწირულობებს აგროვებენ.

იდეის ავტორი თეონა შატაკიშვილია, მან სოციალურ ქსელში აღნიშნული ჯგუფი შექმნა, მოიწვია მეგობრები, განათავსა პოსტი და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდა.

“მე და ჩემი მეგობრები პანდემიის პერიოდში ვეხმარებით ხოლმე გაჭირვებულ ოჯახებს, ახლა გადავწყვიტეთ რომ ამ იდეის გარშემო უფრო მეტი ხალხი გავერთიანდეთ. შევქმენით ფეისბუქ გვერდი, სადაც ვიწვევთ მეგობრებს და იმ ადამიანებს ვისაც დახმარების სურვილი აქვს. ჩვენ ასევე გვჭირდება მოხალისეები, როგოც გორში ასევე რეგიონებში. მირეკავენ სხვადასხვა ქალაქებიდან და მეუბნევიან, რომ ტანსაცმლით და საკვებით დახმარება შეუძლიათ, მე იმ კონკრეტულ ქალაქში მინდა თანამოაზრეები მყავდეს, რომ მათ გადაანაწილონ გაჭირვებულ ოჯახებზე ის შემოწირულობა, რასაც ადამიანები გაიღებენ“, – ამბობს თეონა შატაკიშვილი
საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანების მსურველებმა უნდა დარეკონ ქვემოთ მოცემულ ტელეფონის ნომერზე;

​ტელ:571 17 16 59