წინა სტატია შემდეგი სტატია აფრიკის დასახლებაში მიმდინარე არეულობაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხად, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს. "იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ, წლების მერე მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სახლები,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება დედაქალაქის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ უსახლკაროდ რჩება და აქციას მართავს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. სამართალდამცველებმა სავარაუდოს რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავეს. ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ წინასაარჩევნოთ "ქართული ოცნების" წევრები წინასაარჩევნოდ ადგილობრივ მოსახლეობას მიწების დაკანონებას დაჰპირდნენ: "ბატობი სუბარი, ქალბატონი წულუკიანი და ქართული ოცნებისდიდი ნაწილი ფეხშიშველა...
თბილისის საბავშვო ბაღების 60 ათასამდე აღსაზრდელი ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებს მიიღებს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ტენდერი დასრულდა და მასში, შარშანდლის მსგავსად, „ბარამბომ“ გაიმარჯვა. კომპანია ტენდერის ერთადერთი მონაწილე იყო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პროექტისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 430 ათასი ლარი დაიხარჯება. ნაკრებში შედის „ბარამბოს“ წარმოების სხვადასხვა სახის ტკბილეული. შესყიდვის მოთხოვნების მიხედვით, შერჩეული ნუგბარი არ უნდა შეიცავდეს ბავშვთა...
თბილისის მერიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის წევრებმა ადგილზე წვნიანი და პური მიიტანეს, რომელსაც მათი განცხადებით, თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას ლარად და 30 თეთრად აჭმევს. "ლეიბორისტული პარტიის" წევრის მიხეილ ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანია რომელიც პასუხისმგებელია, რომ მთაწმინდასა და კრწანისში მოქალაქეებს აჭამოს, 2017 წელს უკვე დაჯარიმებულია იმისათვის, რომ ულუფიდან ხორცს იპარავდა. "მოვიტანეთ სუპი, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე აჭმევს მოსახლეობას ლარად და 30...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდს ევრო ხუთის სტანდარის ავტობუსები გადასცა. მუნიციპალიტეტმა სულ 25 ახალი ავტობუსი მიიღო. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. „ახალი ავტობუსები გათვლილია 50 მგზავრზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს 175 ერთეულ ავტობუსს გადასცემს. ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის...
აჭარაში ცხრა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებს პარტიული სიის განულებას და ერთობლივი პროტესტის გაგრძელებას. ისინი თვლიან, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. ​''ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში, უსკოს შედეგების მიხედვით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატები უარს ვამბობთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებით შეკრებილ უმაღლეს საბჭოს, რადგან ის არ ასახავს რეგიონში მცხოვრები...
წინა სტატია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე საერთო ჯამში 7 პირი დააკავეს. მათ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაზე სტიკერი „მონობა ტეხავს" გააკრეს. დაკავებულები სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. ამ დროისათვის აჭარის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივიდნენ და სამართალდამცავებისგან განმარტებებს ითხოვენ, თუ რატომ...
გელათის ტაძრის დაზიანებული სახურავის საქმეზე გამოძიება დაიწყო. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იკვეთება თუ არა შემსრულებელის პასუხისმგებლობა. უკვე დაიკითხნენ მოწმეები. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. სამუშაოები ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა შეასრულა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შემსრულებელი კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად განხორციელებულ სამუშაოებზე საუბრობენ. მათი თქმით, სააგენტომ მოიკოჭლა ინსპექტირების მკაცრ კონტროლში. მიტროპოლიტი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი მეუფე იოანე (გამრეკელი) ამბობს, რომ აუცილებელია...
ლაგოდეხში მუნიციპალიტეტის მერია გაჭირვებულ მოსახლეობას ხორც-პროდუქტებითა და ბურღულეულით აღარ დაეხმარება. ნობათი, რომელიც საახალწლოდ ადგილობრივებს უნდა გადაეცეს, მხოლოდ ტკბილეულისგან შედგება. ამის შესახებ სტატიას რადიო ჰერეთი ავრცელებს. სასაჩუქრე პაკეტში, ასაწონი შოკოლადი სუფლეთი, არანაკლებ 500 გრამისა, ასაწონი შოკოლადი, სნიკერსისმაგვარი, არანაკლებ 500 გრამისა, კრუასანი, არანაკლებ 60 გრამისა, ნამცხვარი რულეტი, არანაკლებ 190 გრამისა, ვაფლის ტორტი, არანაკლენ 250 გრამისა, კაკლის გოზინაყი, არანაკლებ 280 გრამისა და ერთ...
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ შეიცვალა საკარანტინე სივრცეებში მოთავსების წესი, ბაკურიანში, საკარანტინე სასტუმროებზე მოქალაქეების მიმართვიანობა შემცირდა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. როგორც, სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ დროისთვის ოფიციალურად საკარანტინე ზონები არ გაუქმებულა. „გაუქმებით ჯერ არ გაუქმებულა, სტატუსს ინარჩუნებენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შეიცვალა საკარანტინე სივრცეში საზღვრის კვეთისას, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის მოქალაქეების კარანტინში მოთავსების წესი შესაბამისად მოთხოვნაც შემცირდა...
ახლადშექმნილ ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტოს დაფინანსება 2021 წლის ბიუჯეტიდან 1 მლნ 600 ათასი ლარითაა გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  სააგენტოს ხელმძღვანელის ზურაბ ჯირკველიშვილის განმარტებით, დაგეგმილია ტექნიკური პერსონალის გადამზადება, რის შემდეგაც ა(ა)იპ უკვე სრულყოფილად შეუდგება მუშაობას. ამ დროისთვის, ხელმძღვანელთან ერთად სააგენტოში სულ რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს, პარალელურად მიმდინარეობს მძღოლების შერჩევის და მათთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. ჯირკველიშვილის განცხადებით, თითოეული მათგანის სამუშაო გრაფიკი...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, „ენგურჰესის“ 3-4-თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება. მანვე აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესის დროს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება და ანაზღაურებას დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ მოხდება. „ენგურჰესი“ ჩვენი სიმდიდრე და იაფიანი ენერგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დანაკარგი გაიზარდა, გვირაბი არაა საუკეთესო მდგომარეობაში, შევარჩიეთ ზამთრის პერიოდი რეაბილიტაციისთვის, რადგან ამ პერიოდში ყველაზე...
video
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2021 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 მილიონ 340 ათასი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მთავარი პრიორიტეტი შიდა საუბნო გზების, წყლის, მინი სპორტული მოედნების, ღია სატრენაჟორო სივრცეების და დასასვენებელი სკვერების მოწყობა იქნება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ოპოზიციის აქციის ფონზე დაიწყო. სხდომა უმაღლესი საბჭოს უხუცესმა წევრმა, დავით თედორაძემ გახსნა. პირველი სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა მოხდა, ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მოადგილეებსა და კომიტეტების ხელმძღვანელებს აირჩევენ. როგორც ცნობილია, აჭარის უმაღლეს საბჭოს კვლავ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს. მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოს სხდომას 14 დეპუტატი ესწრება, ისინი მმართველი გუნდის წევრები არიან. როგორც ცნობილია, უმაღლეს საბჭოში...
ოპოზიცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეულ უმაღლეს საბჭოს ბოიკოტს უცხადებს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, საკანონმდებლო ორგანო „რუსული ოცნებით“ დაკომპლექტდა და მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დღეს პარტიები სიებს ჩახსნიან. "31 ოქტომბერს „რუსულმა ოცნებამ“ არჩევანი მოიპარა. ჩვენ ხალხის ერთგული დავრჩით და არ ვაპირებთ რუსულ კომუნისტურ უმაღლეს საბჭოში შესვლას. დღეს პარტიულ სიებს ჩავხსნით და ამისთვის უმაღლეს საარჩევნო კომისიას...
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ