კალაძე აფრიკის დასახლებაზე: იქ არავინ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები

454

წინა სტატია

შემდეგი სტატია

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე არეულობაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხად, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს.

“იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ, წლების მერე მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სახლები, არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ მიწები და ა.შ. არ გამოვრიცხავ, ამის უკან იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ ამაზე”, – განაცახად კახა კალაძემ.

კალაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ სანამ თვითონ არის ქალაქის მერი, არ დაუშვებს, სახელმწიფო წონებების უკანონო დატაცებები მოხდეს.

თბილისში, აფრიკის დასახლებაში მერიის ზედამხედველობის სამსახური იქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონმტაჟს ცდილობს. მოსახლეობა ცდილობს, შეეწინააღმდეგოს და დანგრევაში ხელი შეუშალოს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დაკავებულია რამდენიმე პირი.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ 25 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალური მიწების მითვისებამ სისტემური ხასიათი მიიღო და თქვა, რომ  “ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა დამთავრდეს”.