გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2021 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4 მილიონ 340 ათასი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მთავარი პრიორიტეტი შიდა საუბნო გზების, წყლის, მინი სპორტული მოედნების, ღია სატრენაჟორო სივრცეების და დასასვენებელი სკვერების მოწყობა იქნება.