აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ოპოზიციის აქციის ფონზე დაიწყო

386

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ოპოზიციის აქციის ფონზე დაიწყო.

სხდომა უმაღლესი საბჭოს უხუცესმა წევრმა, დავით თედორაძემ გახსნა.

პირველი სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა მოხდა, ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მოადგილეებსა და კომიტეტების ხელმძღვანელებს აირჩევენ.

როგორც ცნობილია, აჭარის უმაღლეს საბჭოს კვლავ დავით გაბაიძე უხელმძღვანელებს.

მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოს სხდომას 14 დეპუტატი ესწრება, ისინი მმართველი გუნდის წევრები არიან. როგორც ცნობილია, უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს.

რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერებს, ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან რჩებიან და საყვირებით პროტესტს გამოხატავენ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.