აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე საერთო ჯამში 7 პირი დააკავეს. მათ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაზე სტიკერი „მონობა ტეხავს” გააკრეს.
დაკავებულები სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
სამართალდამცავების ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.
ამ დროისათვის აჭარის უმაღლეს საბჭოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები მივიდნენ და სამართალდამცავებისგან განმარტებებს ითხოვენ, თუ რატომ დააკავეს მათი მხარდამჭერები.
პარალელურად აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.