აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი პროტესტისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

401

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

დედაქალაქის მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ უსახლკაროდ რჩება და აქციას მართავს. ადგილზე სამართალდამცველები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.

სამართალდამცველებმა სავარაუდოს რამდენიმე აქციის მონაწილე დააკავეს.

ადგილზე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ წინასაარჩევნოთ “ქართული ოცნების” წევრები წინასაარჩევნოდ ადგილობრივ მოსახლეობას მიწების დაკანონებას დაჰპირდნენ:

“ბატობი სუბარი, ქალბატონი წულუკიანი და ქართული ოცნებისდიდი ნაწილი ფეხშიშველა დადიოდნენ აქ და ითხოვდნენ ხმებს. ევედრებოდნენ ადამიანებს და ეუბნებოდნენ, რომ ხმა მოგვეცითო და სახლებს კი არ მიწები, რომ გაქვთ იმას დაგიკანონებთო.

როგორც კი თანამდებობები გაინაწილეს, არჩევნები მიიტაცეს სოზარი შევიდა პარლამენტში, კომიტეტის თავჯდომარე გახდა 10 000 ლარი ანაზრაურება ექნება ეს ხალხი ვიღას ახსოვს”,-ამბობს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, თბილისის მერმა, კახა კალაძემ 25 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მუნიციპალური მიწების მითვისებამ სისტემური ხასიათი მიიღო და თქვა, რომ  “ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა დამთავრდეს”.