გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, შინდისსა და შერთულში საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. შესაბამისი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 12 800 ლარი გაითვალისწინა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ დოკუმენტის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, სოფლად არსებულ სკოლებში ინტერნეტით უზრუნველყოფა ეტაპობრივად განხორციელდება. როგორც მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, განათლების სამინისტრო ცდილობს, მაქსიმალურად მოიძიოს ყველა ის სერვისი და დანერგოს, რაც მოსწავლეებისთვის განათლებას ხელმისაწვდომს გახდის. „იმ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ არ არის ინტერნეტი, ეს არის ცალკე მიმართულება, რომელიც სოფლებში ეტაპობრივად განხორციელდება. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს პრიორიტეტი განათლებაა. იმ...
გაანთლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 18 იანვრიდან მეორე სემესტრის სასწავლო პროცესი საქართველოს 10 ქალაქში სრულად დისტანციური მოდელით განახლდება. გარდა ამისა, სასწავლო პროცესს 18 იანვრიდან დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებენ აჭარის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. ზემოთ ნახსენები 10 ქალაქია: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. "ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო...
საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“...
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში: რუისში, ურბნისში, ქვემო ხვედურეთში, ქვენატკოცაში, ქვემო შაქშაქეთსა, საციხური-კოდა-აბანოსა და აგარაში გზები მოასფალტდება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. ამ მიზნით დღეს ქარელის მერიამ ტენდერები გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით: რუისის გზის ასფალტირება ( ყოფილი ადმინისტრაციული შენობის ასასვლელი) - 1 მლნ 020000 ლარი აგარა - 1 მლნ 125 200 ლარი. საციხური-კოდა-აბანოს გზა - 1 მლნ 922 514 ლარი ქვენატკოცის ცენტრალური ქუჩების ასფალტირების სამუშაოები - 745 365 ლარი ქვემო შაქშაქეთის გზის...
2021 წელს ხაშურის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მონასტერში და სავანისუბანში გზები მოწესრიგდება. ამის შესახებ ხაშურის მერიამ დღეს ტენდერები გამოაცხადა. ორივე სოფელი ქვიშხეთის თემში შედის, რომელიც მუნიციპალიტეტის საკურორტო ადგილს წარმოადგენს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. სოფელ მონასტრის 629 მ სიგრძის საავტომობილო გზისთვის 625 165 ლარია გათვალისწინებული. მონასტრის გზა დაზიანებულია, რაც სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობამ გამოიწვია, წყალი ძირითადად სავალ გზაზე მოედინება. რაც შეეხება...
ფოტო, რომელიც სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი მილაძემ გაავრცელა, რესტორან "აგურების'' მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული. კასპის მუნიციპალიტეტის "კეთილმოწყობის სამსახურის" თანამშრომლებს მმართველი პარტიის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა დაავალეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. "ერთი შეხედვით კარგია ეს ყველაფრი, თუმცა ერთი მაგრამ არის აქ: კასპის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები რა ვალდებულები არიან პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო მასალა აახიონ? არანაირი! ვისაც გააკვრევინეთ ეგ პლაკატები და ფულიც გადაუხადეთ,...
თბილისის მერიის ცნობით, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით, კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა. მემორიალის შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა და მასში მოქანდაკე ირაკლი წულაძემ გაიმარჯვა. "მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი,''...
გურჯაანი-ზიარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო. გზა გურჯაანის 10 სოფელს რაიონთან აკავშირებს და წლების განვალობაში სავალალო მდგომარეობაში იყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სრულად მოასფალტება და მეწყერსაშიშ ადგილებზე ნაპირსამაგრი სამუშაობის განხორციელება. მისი ღირებულება 4 მილიონი ლარია. თანხა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო. სამუშაობი სავარაუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება. რეაბილიტირებული გზა კი ხელს შეუწყობს გურჯაანისა და მაღალმთიანი სოფლების ერთმანეთთან დაკავშირებას...
video
საგარეჯოს მუნიციპალიტეტეში, მანავის ციხესთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, რაზეც მილიონ 260 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული. ამავე პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში ჯამში 3 პროექტი ხორციელდება.
თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 102 000 ლარია, ორ ეტაპად განხორციელდა. თელავის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ასევე იგეგმება ქალაქის მასშტაბით არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოების კეთილმოწყობაც.
ქალაქ ახმეტაში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარები და ბორდიურები მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოებისთვის სავარაუდოდ 400 000 ლარი დაიხარჯება. ახმეტის მერიამ ტენდერი ოთხ იანვარს გამოაცხადა, წინადადებების მიღების ვადა კი 27 იანვარს იწურება. ამის შესახებ სპექტრი წერს. ტენდერის პირობების თანახმად, სამუშაოების 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო 5% ადგილობრივი თვითმმართველობიდან. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 150 დღის განმავლობაში უნდა დაასრულოს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, მიმდინარე წელს, ოთხი ქუჩის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს, რისთვისაც სავარაუდოდ 1 მილიონ 830 790 ლარამდე თანხა დაიხარჯება. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებებების მიღების ვადა 22 იანვარს სრულდება. ამის შესახებ სპექტრი წერს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახმეტელის, ვაჟა მოსულიშვილის, ბარათაშვილისა და სარაჯიშვილის ქუჩებს. ტენდერში გამარკვებულმა კომპანიამ სამუშაოები 120 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს სავალი და სარბენი ბილიკების, საბავშვო მოედნის, სპორტული ტრენაჟორებისა და შემოღობვის მოწყობას. პარკში განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები, განახლდება მწვანე საფარი. მერიამ ტენდერი 113 516 ლარზე 13 იანვარს გამოაცხადა, წინადადებების მიღების ვადა კი 25 იანვარს სრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მაისის ბოლოსთვის უნდა დაასრულოს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდება. ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 569 017 ლარია, 31 დეკემბერს გამოცხადდა და 25 იანვარს დასრულდება. ამის შესახებ სპექტრი წერს. გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერით ნაკისრი ვალდებულებები 120 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს. სამუშაოების 5% ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო 95% სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ლაგოდეხის აღკვეთილში ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობის დასრულება 2024 წლამდე იგეგმება. ხის კენწეროების ბილიკის, საინფორმაციო ცენტრის და საპარკინგე სივრცის მოწყობაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიწის ნაკვეთებზე, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გაცემის მიზნით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი 2020 წლის 10 იანვარს გამოაცხადა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. აუქციონში გამარჯვებული ვალდებული იქნება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 წლის განმავლობაში განახორციელოს არანაკლებ 8 მილიონი ლარის ინვესტიცია და მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეკოტურიზმისა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ