საგარეჯოს მუნიციპალიტეტეში, მანავის ციხესთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი, რაზეც მილიონ 260 ათასი ლარი დაიხარჯება. სამუშაოები ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული. ამავე პროგრამის ფარგლებში, კახეთის რეგიონში ჯამში 3 პროექტი ხორციელდება.