გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, შინდისსა და შერთულში საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
შესაბამისი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 12 800 ლარი გაითვალისწინა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ დოკუმენტის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს.